ლუკა მოდრიჩი შესაძლოა მილანის „ინტერში“ გადავიდეს. ხსენებულ ტრანსფერზე აქტიური საუბარი ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს იყო, თუმცა, დღის წესრიგიდან ახლაც არაა მოხსნილი.
„ნერაძურის“ სპორტული დირექტორი პიერო აუზილიო ამბობს, რომ გამორიცხული არაფერია:
„მოდრიჩი დიდი ხარისხისა და მნიშვნელობის ფეხბურთელია. დღეს, ფეხბურთში არაფერია გამორიცხული, ასე რომ, არასდროს თქვა არასდროს“, - განაცხადა აუზილიომ.
შეგახსენებთ, მოდრიჩმა ცოტა ხნის „რეალთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი თქვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ზაფხულში „სანტიაგო ბერნაბეუს“ დატოვებს.