ესპანეთის ეროვნული ნაკრების და "მილანის" შემტევი სუსო 19 იანვარს "იუვენტუსთან" გასამართ იტალიის სუპერთასს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს. აღნიშნული ინფორმაცია Football Italia-მ გაავრცელა. ფეხბურთელმა "სპალთან" მოგებულ შეხვედრაში ორი ყვითელი ბარათის გამო მოედანი დატოვა.
იტალიის ფეხბურთის ფედერაციის წესების მიხედვით კი სუპერთასი ჩემპიონატთანაა დაკავშირებული და სუსოს სწორედ "ბიანკონერთან" შეხვედრაში მოუწევს უქმობა. იტალიის თასი ცალკე ტურნირია და იქ მიღებული დისკვალიფიკაცია სუპერთასზე გავლენას ვერ ახდენს.
სუსომ მიმდინარე სეზონში 22 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ხუთი გოლი და რვა საგოლე გადაცემა შეასრულა.