ფეხბურთი

1:47 | 30.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლევან მჭედლიძის 15 წუთი და საგოლე შანსი "ინტერთან"

იტალიის სერია A-ს მე-19 ტურში ლევან მჭედლიძის „ემპოლიმ“ მილანის „ინტერს“ უმასპინძლა და ბრძოლაში წააგო - 0:1. „ნერაძურის“ კეიტა ბალდეს გოლმა მოაგებინა.

„ემპოლის“ რიგებში 74-ე წუთიდან ითამაშა ლევან მჭედლიძემ, რომელიც მოედანზე 1 დეკემბრის შემდეგ პირველად გამოჩნდა. ჩვენებურს შეეძლო მატჩის გმირი გამხდარიყო, საგოლე შანსი ჰქონდა. თუმცა, მისი თავური სამირ ჰანდანოვიჩის კარს ასცდა.

ლევანმა მიმდინარე სეზონში მეხუთე შეხვედრა ჩაატარა და იმედია, მეორე წრეში უფრო ხშირად მიეცემა თავის გამოჩენის შესაძლებლობა. „ემპოლიმ“ კი პირველი წრე მე-17 ადგილზე 16 ქულით დაასრულა.

0.140089