კალათბურთი

15:52 | 29.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ვიქტორ სანიკიძესა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ნაკრების ყოფილმა კალათბურთელმა ვიქტორ სანიკიძემ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

თანამშრომლობის ფარგლებში სანიკიძე უნივერსიტეტის საკალათბურთო კლუბის პრეზიდენტი იქნება, რომელიც ეროვნული ჩემპიონატის A ლიგაში ითამაშებს. კავკასიის საერთაშორის უნივერსიტეტის გუნდში ითამაშებენ ამერიკელი ლეგიონერები და გამოცდილი ქართველი კალათბურთელები.

შეგახსენებთ, რომ A ლიგის გათამაშება იანვრის ბოლოს დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114839