კალათბურთი

10:25 | 29.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ზაზას ექვსიანები ინდიანაპოლისში

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ზაზა ფაჩულიას „დეტროიტ პისტონსი“ „ინდიანა პეისერს“ ესტუმრა და მიმდინარე სეზონში მე-17 მარცხი განიცადა. მასპინძელთა უპირატესობა მთელი თამაშის განმავლობაში საგრძნობი იყო და ეს ანგარიშშიც აისახა - 125:88.

აღსანიშნავია, რომ „ინდიანამ“ მეტოქეს ოთხივე პერიოდი მოუგო. „დეტროიტის“ ქართველი ცენტრი ზაზა ფაჩულია მოედანზე 17:57 წუთის განავლობაში იმყოფებოდა. ხსენებულ დროში ზაზამ 6 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ფაჩულიამ 4-დან 2 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო ორჯერ ბურთი მეტოქის ფარზე მოხსნა.

„დეტროიტს“ 16 გამარჯვების საპირისპიროდ 17 მარცხი დაუგროვდა და აღმოსავლეთ კონფერენციის მე-8 საფეხურზე იმყოფება.მომდევნო შეხვედრას კი, 31 დეკემბერს, სტუმრად ზაზას ყოფილ გუნდთან, „ორლანდო მეჯიქთან“ ჩაატარებს.

0.141154