ფეხბურთი

1:17 | 29.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

უნაი ემერი: "პსჟ-ში სალაჰის შეძენაზე უარი ვთქვი"

ლონდონის „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ განაცხადა, რომ თავის დროზე, როდესაც პსჟ-ს თავკაცი იყო, მოჰამედ სალაჰის შეძენაზე უარი თქვა. ესპანელმა სპეციალისტმა 2017 წლის ზაფხულში განვითარებული მოვლენები გაიხსენა.

„ჩვენ ვისაუბრეთ სალაჰის შეძენის საკითხზე ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც „რომაში“ თამაშობდა. თუმცა, მე ეჭვები მქონდა და ამიტომ, პსჟ-ში მისი ტრანსფერი არ შედგა. სალაჰის შესაძლებლობებში მაშინაც არ ვიყავი დარწმუნებული, როცა „ლივერპულში“ გადავიდა. მაგრამ, თუ ახლა მკითხავთ მსოფლიოს 5 საუკეთესო ფეხბურთელის შესახებ, სალაჰი მათ შორის იქნება“, - აღნიშნა ემერიმ.

შეგახსენებთ, დღეს, ინგლისის პრემიერლიგის მეოცე ტურის ცენტრალურ მატჩში უნაი ემერის „არსენალი“ სალაჰის „ლივერპულს“ დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.

0.115917