„მილანის“ მთავარი მწვრთნელი, ჯენარო გატუზო ფიქრობს, რომ მისი გუნდის მთავარი პრობლემა მოთამაშეების ფსიქოლოგიაში იმალება.
„მილანი“ ისეთი გუნდია, რომელიც ყოველთვის ცდილობს რაღაცის შექმნას, მაგრამ ყველაფერს სანახევროდ აკეთებს. დაცვაში თამაში დავალაგეთ, მაგრამ ახლა თავდასხმაში გაგვიჩნდა პრობლემები.
ყოველთვის, როცა კარში ვურტყამთ, ისეთი შთბეჭდილება იქმნება, თითქოს არ გვინდა მეტოქეს ვაწყენინოთ. გუნდი დეპრესიაში არ უნდა ვარდებოდეს. შეცდომები ყოველთვის ხდება. მთავარია, მათი გამოსწორება შეგვეძლოს. ჩვენი მთავარი პრობლემა ფეხბურთელების ფსიქოლოგიაში იმალება.“ - უთხრა გატუზომ Football Italia-ს.
დღეისათვის, 28 ქულიანი „მილანი,“ სერია A-ში, მეექვსე ადგილზეა. ბოლო ოთხ ტურში „როსონერიმ“ სამი მატჩი ფრედ დაასრულა და ერთი წააგო.