კალათბურთი

9:49 | 28.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ნოვიცკის მორიგი მიღწევა

„დალას მავერიკსის“ ფორვარდის დირკ ნოვიკისთვის „ნიუ ორლეანთან“ (122:119) მოგებული შეხვედრა წარმატებული გამოდგა.

დირკმა კარიერაში 1477-ე შეხვედა ჩაატარა, რითაც ლეგენდარულ კარლ მელოუნს გაასწრო და ამ მაჩვენებლით, მხოლოდ სამ მოთამაშეს ჩამორჩება: ჯონ სტოკტონი - 1504 მატჩი, ქარიმ აბდულ-ჯაბარი - 1560, რობერტ პერიში - 1611.

ნოვიცკიმ ამ შეხვედრაში კიდევ ერთი მიღწევა დააფიქსირა. გერმანელმა ნბა-ში მე-900 მატჩი მოიგო და ამ შედეგით მხოლოდ ხუთი მოთამაშე ასწრებს: კარლ მელოუნი (952 მოგება), ჯონ სტოკტონი - 953, ტიმ დანკანი - 963, რობერტ პერიში - 1014, ქარიმ აბდულ-ჯაბარი - 1074.

0.120361