ფეხბურთი

22:35 | 27.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონას" დე ლიგტის გადაბირება გაუჭირდება

"ბარსელონას" ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების და "აიაქსის" მცველის მატეის დე ლიგტის ტრანსფერი მაღალი ხელფასის გამო გაუჭირდება. როგორც Bild-ი იუწყება, ფეხბურთელის აგენტმა მინო რაიოლამ მატეისი დაარწმუნდა, რომ დათანხმდეს ისეთ კლუბს რომელიც მაღალ ანაზღაურებას შესთავაზებს.

ასევე ცნობილია, რომ მიუნხენის "ბაიერნი" და ტურინის "იუვენტუსი" ჰოლანდიელის დამატებით არიან დაინტერესებულნი და შესაბამისად "ბარსელონას" კონკურენტები ჰყავს. ჯერჯერობით უცნობია აღნიშნული კლუბები რამდენ მილიონ ევროს სთავაზობენ დე ლიგტს.

მეტეისი "აიაქსის" აკადემიის აღზრდილია და პირველ გუნდში 2016 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში ჰოლანდიელმა 29 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 50 მილიონი ევროა.

0.11676