ბელგიის ეროვნული ნაკრების მცველმა ტობი ალდერვეირელდმა შესაძლოა "ტოტენჰემთან" კონტრაქტი 2020 წლის ივლისამდე გაახანგრძლივოს. როგორც მაურისიო პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე დაადასტურა, კლუბი მზადაა ფეხბურთელს ავტომატურად გაუხანგრძლივოს ხელშეკრულება და ყველაფერი ტობიზეა დამოკიდებული.
ასევე ცნობილი ხდება რომ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ალდერვეირელდის შანსი ექნება გუნდი დატოვოს თუ მსურველი კლუბი 25 მილიონ გირვანქა სტერლინგს გადაიხდის. ბელგიელი ფეხბურთელი "ტოტენჰემმა" 2015 წელს დაიმატა და მას შემდეგ ალდერვეირელდმა 133 მატჩი ჩაატარა და ექვსი გოლი გაიტანა.