ფეხბურთი

15:17 | 27.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

„სოსიედადს“ ახალი მწვრთნელი ჰყავს

ბასკური „რეალ სოსიედადის“ ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილება მიიღო, გუნდის მთავარი მწვრთნელი, ასიერ გარიტანო თანამდებობიდან დაითხოვა და მის მაგიერ იმანოლ ალგუასილი დანიშნა - გვამცნობს კლუბის ოფიციალური გვერდი. კონტრაქტი სეზონის ბოლომდეა გათვლილი, შესაძლო გახანგრძლივების პერსპექტივით.

გარიტანოს გათავისუფლების გადაწყვეტილება პრიმერაში ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ მიიღეს. 17 ტურის შემდეგ გუნდი მე-15 ადგილზეა და ოთხი ქულა აშორებს გასავარდნ ზონას.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113259