„მანჩესტერ სიტის“ რთული პერიოდი დაუდგა. პეპ გვარდიოლას გუნდმა „კრისტალ პალასთან“ (2:3) საშინაო მარცხის შემდეგ სტუმრად „ლესტერ სიტისთანაც“ წააგო და მესამე ადგილამდე დაქვეითდა.
ნამატჩევს გვარდიოლამ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე „ლივერპული“ და „ტოტენჰემი“ დამსახურებულად უსწრებენ მის გუნდს:
„თამაში კარგად დავიწყეთ, მაგრამ გოლი ისეთ სიტუაციაში ვერ გავიტანეთ, საიდანაც მეტოქემ მოახერხა ამის გაკეთება. თუმცა, მუშაობას გავაგრძელებთ, სეზონი გრძელია და ჩემპიონობის შანსი ისევ გვაქვს.
ჩვენ არ გვეყო ძალა საგოლე მომენტების შესაქმნელად, ფერნანდინიოს თამაში არ შეეძლო, ხოლო გუნდოგანმა კარგი თამაში ჩაატარა. „ლივერპულმა“ და „ტოტენჰემმა“ დაიმსახურეს ის ადგილები, სადაც ახლა იმყოფებიან. თუმცა, წინ დიდი დროა, რომ ქულები მოვიპოვოთ და ჩემპიონები გავხდეთ. მაგრამ, ვიმეორებ, მოცემულ მომენტში სხვა გუნდები უკეთ თამაშობენ“, - განაცხადა გვარდიოლამ.
19 ტურის შემდეგ „სიტი“ მესამე ადგილზე დაქვეითდა. „ქალაქელები“ ლიდერ „ლივერპულს“ შვიდი, ხოლო მეორეადგილოსან „ტოტენჰემს“ 6 ქულით ჩამორჩებიან.