საქართველოს ნაკრებისა და ბელგიური „გენტის“ ნახევარმცველი ბელგიის იუპილერ ლიგის საუკეთესო ტალანტის პიზოციაზეა ნომინირებული.
გამოცემა Voetbalnieuws.be გულშემატკივრებში ატარებს გამოკითხვას, თუ ვინ არის ბელგიის ჩემპიონატის საუკეთესო ტალანტი. ჩაკვეტაძეზე კი წერს:
„ქართველი მიმდინარე სეზონში „გენტის“ ლიდერია. შემტევ ნახევარმცველს უკვე აკვირდებიან ისეთი გუნდები, როგორებიც „ბაიერნი“, „ბარსელონა“ , „დორტმუნდი“, „რომა“ არიან... როგორც ჩანს, ზაფხულში „გენტი“ დიდ თანხას მიიღებს“.
ჩაკვეტაძის გარდა ნომინანტებში მოხვდნენ: სანდერ ბერგი, კრეპინ დიატა, ჯონ ლუკუმი, იოზეპ პანტსილი, ალექსის საელემაკერსი, ჯონათან დავიდი, მუსა ჯენეპო, ჯორჯ იოვანოვიჩი, ედო ჟეგროვა.
გამოკითხვაში ხმის მიცემა ნებისმიერ ადამიანს მოცემულ ბმულზე შეუძლია: ბელგიის ჩემპიონატის საუკეთესო 10 ტალანტი