ფეხბურთი

17:56 | 26.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

"მილანის" ანტირეკორდი

იტალიური „მილანის“ კრიზისი გრძელდება და ლომბრადიულმა გრანდმა ანტირეკორდი დაამყარა. „როსონერი“ სერია A-ს მე-18 ტურის მატჩში სტუმრად „ფროზინონეს“ დაუზავდა (0:0) და ეს გამოდგა ზედიზედ მეოთხე მატჩი, რომელშიც გოლი ვერ გაიტანა.

მანამდე იყო უგოლო მატჩები „ტორინოსთან“ (0:0), „ბოლონიასთან“ (0:0) და „ფიორენტინასთან“ (0:1).

შედეგად, 1984 წლის შემდეგ „მილანმა“ პირველად ვერ მოახერხა იტალიის ჩემპიონატის ზედიზედ 4 მატჩში გოლის გატანა.

თეგებიმილანი
0.128681