ინგლისური „მანჩესტერ იუნაიტედი“ ტურინის „იუვენტუსის“ ბრაზილიელ შემტევ დუგლას კოშტას ეპატიჟება. Rai Sport-ის ინფორმაციით, „მანკუნიანელებმა“ „ბებერ სინიორას“ წინადადებით უკვე მიმართეს.
„მანჩესტერი“ მზადაა სამხრეთ ამერიკელი შემტევის სანაცვლოდ 60 მილიონი ევრო გაიღოს. აღსანიშნავია, რომ „იუვენტუსი“ პოლ პოგბას შეძენითაა და ინტერესებული და იტალიური მედიის ვარაუდით, არაა გამორცხული გარიგებაში ბრაზილიელიც ჩართოს.
დუგლას კოშტას „იუვენტუსთან“ კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 16 მატჩი და 2 საგოლე პასია.