ფეხბურთი

9:48 | 26.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

დენის სუარესი, შესაძლოა, „ბარსელონადან“ „მონაკოში“ გადავიდეს

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას, „მონაკოს“ ხელმძღვანელობას გუნდის გაძლიერება გადაუწყვეტია და შესაბამის კანდიდატებს ეძებს. მთავარი მიზანი კი კვალიფიციური ცენტრალური ნახევარმცველის პოვნა ყოფილა - წერს France Football.

გამოცემის ინფორმაციით, ფრანგული კლუბის ერთ-ერთი ახალწვეული, შესაძლოა, „ბარსელონას“ შუახაზელი, დენის სუარესი გახდეს. მით უმეტეს, რომ კატალონიური კლუბიც დაინტერესებული ყოფილა დენისის გაყიდვით.

წლევანდელ პრიმაერაში დენის სუარესმა მხოლოდ ერთ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

ის „ბარსელონას“ აღზრდილია.

0.117144