პრემიერლიგაში "მანჩესტერ იუნაიტედის" ფრანგ შემტევს ანტონი მარსიალის საშუალოდ 105 წუთში ერთხელ გოლი გააქვს, რაც მიმდინარე ინგლისის ჩემპიონატის საუკეთესო შედეგია.
ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზე "არსენალის" თავდამსხმელი პიერ-ემერიკ ობამეიანგია, რომელსაც 116 წუთს ერთხელ გააქვს. მესამეზე "სიტის" შემტევი რაჰიმ სტერლინგია - 134 წუთი. მეოთხეზე მოჰამედ სალაჰი - 135 წუთი, მეხუთეზე ჰარი კეინი - 161 წუთი.
მიმდინარე პერმიერლიგის ბომბარდირი 12 გოლით იერ-ემერიკ ობამეიანგია. მეორე-მესამე ადგილს კეინი და სალაჰი 11-11 გოლით იყოფენ.