მადრიდის „ატლეტიკოს“ მცველი ლუკას ერნანდესი მიუნხენის „ბაიერნში“ იანვარში არ გადავა. As-ის ინფორმაციით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ფრანგი მინიმუმ ზაფხულამდე ესპანურ გუნდში დარჩება.
ცოტა ხნის წინ, ესპანური Marca წერდა, რომ ერნანდესის თაობაზე მხარეები შეთანხმებულნი იყვნენ და ლუკასი „ბაიერნში“ იანვრის სატრანსფერო პერიოდშიც გადავიდოდა. დასახელდა თანხაც - 80 მილიონი ევრო.
თუმცა, ბოლო ინფორმაციით, მსოფლიოს ჩემპიონი მცველი მიმდინარე სეზონს „როხიბლანკოს“ რიგებში დაასრულებს.