ფეხბურთი

13:45 | 25.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

რიბერი მეხუთე შვილს ელოდება

მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველი, ფრანკ რიბერი, მალე მეხუთედ გახდება მამა - გვამცნობს Abendzeitung. წყაროს ცნობით, ფეხბურთელის მეუღლე, ვაჰიბა ექვსი თვის ფეხმძიმე ყოფილა. ბავშვის სქესი ჯერ უცნობია.

ფრანკი და ვაჰიბა 2004 წელს დაქორწინდნენ, რის შემდეგაც რიბერიმ სარწმუნოება შეიცვალა, მუსლიმანი გახდა და ახალი არაბული სახელი - ბილიალი დაარქვეს. ვაჰიბა ალჟირული წარმოშობის ფრანგია. ახლა მათ ორი ვაჟი და ორი გოგონა ჰყავთ.

35 წლის რიბერი „ბაიერნში“ 2007 წლიდან თამაშობს და კლუბთან კონტრაქტის ვადა 2019 ზაფხულში ეწურება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.118042