სხვა

20:05 | 24.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

რეკორდების ცვენა კახიაშვილის სახელობის ტურნირზე

ქუთაისში დასრულდა სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის, კახი კახიაშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ძალოსნობაში, სადაც არაერთი საინტერესო შედეგი და რეკორდი დაფიქსირდა.

55 კგ-მდე წონითი კატეგორიის ძალოსნებს შორის ქართველებთან ერთად ფიცარნაგზე აზერბაიჯანისა და სომხეთის წარმომადგენლებიც გავიდნენ.

55 კგ.
1. ბაჩო შამილიშვილი (ქობულეთი. ოლიმპ. ცენტრი) - 75, 100, 175
2. ვასო ადეიშვილი (ქუთაისი) - 72, 86, 158
3. გიგა ნადიბაიძე (თბილისი) - 61, 75, 136

61 კგ-მდე წონაში გიორგი ხარაზიშვილმა, რომელიც ჯერ მხოლოდ 15 წლისაა, 118 კილოგრამი დაძლია. ხაშურელმა ძალოსანმა, რომელიც ამჟამად თბილისის ოლიმპიური მზადების ცენტრს წარმოადგენს, ევროპის რეკორდი 1 კილოგრამით გააუმჯობესა.

61 კგ.
1. რამინ შამილიშვილი (ქობულეთი) - 116, 143, 259
2. გოდერძი ბერდელიძე (საჩხერე) - 117, 135, 252
3. გიორგი დოკვაძე (საჩხერე) - 114, 138, 252

67 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე გურამ გიორბელიძის მიერ დაფიქსირებულმა შედეგმა ევროპის რეკორდს 2 კილოგრამით გადააჭარბა. ქუთაისელმა ძალოსანმა 150 კგ. დაძლია.

67 კგ.
1. გოგა ჩხეიძე (ზუგდიდი) - 133, 160, 293
2. გურამ გიორბელიძე (ქუთაისი) - 118, 150, 268
3. ბაჩანა ბეკურაული (თბილისი) - 81, 105, 182

73 კგ-მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე არჩილ მალაყმაძემ ატაცში მსოფლიო რეკორდს 1 კილოგრამით, ხოლო ევროპის რეკორდს 7 კილოგრამით გადააჭარბა და 139 კგ. დასძლია. აკვრაში, ქართველმა ძალოსანმა ევროპის რეკორდს ორჯერ გადააჭარბა.
მალაყმაძემ თავდაპირველად 159 კგ დასძლია, რაც ევროპის სტანდარტს 1 კილოგრამით აღემატებოდა, შემდეგ კი თავისივე დამყარებულ რეკორდს 6 კილოგრამით გადააჭარბა. რეკორდული გამოდგა ორჭიდის ჯამიც (304 კგ.), რაც დადგენილ სტანდარტზე მთელი 17 კილოგრამით მეტია.
სათქმელია ისიც, რომ ამავე წონაში კიდევ 1 რეკორდი დაფიქსირდა. ხაშურელი ძალოსნის ბონდო კილაძის მიერ აკვრაში დაძლეულმა წონამ ევროპის 15 წლამდელთა რეკორდს 1 კილოგრამით გადააჭარბა. კილაძემ თავი 131 კილოგრამს გაართვა.

73 კგ.
1. არჩილ მალაყმაძე (ხელვაჩაური (ოლიმპ. ცენტრი) - 139, 165, 304
2. ბეგლარ სოლომონიძე (ქობულეთი) - 125, 153, 278
3. კახი ასანიძე (თბილისი) - 121, 148, 269

ლომია თებიძემ (81 კგ.) აკვრაში ორი რეკორდი დაამყარა. ხელვაჩაურელმა ძალოსანმა, რომელიც ამჯერად ოლიმპიური მზადების ცენტრს წარმოაგდენს, თავდაპირველად ევროპის რეკორდს 5 კილოგრამით გადააჭარბა და 176 კგ. დასძლია, შემდეგ კი წონა 3 კილოგრამით გაზარდა, რაც ევროპის რეკორდს, საერთო ჯამში, 8 კილოგრამით აღემატება.

81 კგ.
1. ლომია თებიძე (ხელვაჩაური, ოლიმპ. ცენტრი) - 142, 179, 321
2. ირაკლი გაბრიჭიძე (საჩხერე) - 138, 150, 288
3. მანუჩარ გოგოხია (ზუგდიდი) - 126, 145, 271

გუშინ საღამოს ქუთაისში მიმდინარე ტურნირზე პრიზიორები ორ წონით კატეგორიაში გამოვლინდა.

89 კგ.
1. რევაზ დავითაძე (თბილისი) - 161, 187, 348
2. ედუარდ კაკაბაძე (ქუთაისი) - 134, 161, 295
3. ალკაზარ გოგიტიძე (ხელვაჩაური. ოლიმპ. ცენტრი) - 133, 155, 288

96 კგ.
1. ზაზა ლომთაძე (ქუთაისი) - 145, 181, 326
2. ირაკლი გაბაძე (საჩხერე) - 115, 148, 263
3. გიორგი კირვალიძე (საჩხერე) – 103, 127, 230

კახი კახიაშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირი დღეს სამ უმძიმეს წონით კატეგორიაში შეჯიბრით დასრულდა. დასკვნით დღეს ჩემპიონ-პრიზიორები გამოვლინდნენ 102, 109 და +109 კილოგრამ წონით კატეგორიებში.

102 კგ.
1. ირაკლი ჩხეიძე (ზუგდიდი) - 155, 190 345
2. ირაკლი გობეჯიშვილი (ქუთაისი) - 140, 170,310
3 .ლაშა თაქთაქიშვილი (თბილისი) - 127, 160, 287

109 კგ.
1. აკაკი ტალახაძე (საჩხერე) - 142, 183, 325
2 .ჯემალ კოპალიანი (ქუთაისი) - 108, 126, 234
3. ოთო ზაბახიძე (საჩხერე) - 100, 125, 225

+109 კგ.
1. ბაქარ თურმანიძე (ქობულეთი) - 160, 190, 350
2. თორნიკე ტაბატაძე (ხაშური) - 163, 185, 348
3. მიშო ადამია (თბილისი) - 120, 140, 260

ასპარეზობა გაიმართა ქალთა შორისაც, სადაც ძალები რუსეთის წარმომადგენელმაც მოსინჯა. გამარჯვებულ-პრიზიორები სინკლერის მიხედვით გამოვლინდნენ:
1. ხათუნა ჯიმშელეიშვილი (წყალტუბო) - 56, 68, 124 სინკლერი 215.8
2. ტერ-გროგოროვა ვალერია (რუსეთი) - 67, 80, 147 სინკლერი - 204.95
3. მარიამ მაისურაძე (წყალტუბო) - 50, 55, 105 სინკლერი - 178.6

0.303814