35 წლის "ბაიერნის" ფრანგმა ნახევარმცველმა ფრანკ რიბერიმ კარიერა შესაძლოა "გალათასარაიში" განაგრძოს, აღნიშნულ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით,"ბაიერნს" სეზონის ბოლოს არიენ რობენთან ერთან ფრანკ რიბერიც დატოვებს. წყაროს ცნობით, თურქული კლუბის წარმომადგენლები ფრანგს მომდევნო კვირაში შეხვდებიან და დეტალებზე ისაუბრებენ.
რიბერისთვის "გალათასარაი" უცნობი კლუბი არაა. ნახევარმცველი თურქულ კლუბში 2005 წელს თამაშობდა, 17 შეხვედრა ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.
მიმდინარე სეზონში რიბერიმ 19 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.