ფეხბურთი

13:06 | 24.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

რადამელ ფალკაო: "ზეწოლას ვერ ვუძლებთ"

საფრანგეთის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი „მონაკო“ მიმდინარე სეზონში ღრმა კრიზისშია და პირველი წრის შემდეგ გავარდნის რეალური კანდიდატია.

მონეგასკებს ვერც მთავარი მწვრთნელის ცვლილებამაც უშველა - თამაშის ხარისხი და შედეგი უცვლელი დარჩა. ბოლო ტურში საერთოდ „გენგამთან“ საკუთარ მოედანზე უშანსოდ წააგო. გუნდთან, რომელიც ბოლო ადგილზეა ლიგა 1-ში...

„მონაკოს“ კაპიტანი რადამელ ფალკაო მიიჩნევს, რომ იანვარში გუნდმა ახალი ფეხბურთელები აუცილებად უნდა დაიმატოს:

„იმედია, ხელმძღვანელობა იანვარში გუნდს ახალ ელემენტებს შემატებს, რადგან ამ მომენტში თამაში სათადარიგო შემადგენლობით გვიწევს. ახალგაზრდა ბიჭებს არ შეუძლიაში ასეთი ტიპის ზეწოლის გაძლება. ეს არამდგრადი სიტუაციაა. ტრანსფერები გვჭირდება“, - განაცხადა ფალკაომ.

კოლუმბიელ ფორვარდს „მონაკოსთან“ კონტრაქტი 2020 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს, ხოლო მიმდინარე სეზონში 15 მატჩში 7 გოლი გაიტანა.

რაც შეეხება „მონაკოს“, „თავადები“ 18 ტურში მოპოვებული 13 ქულით ბოლოსწინა, მე-19 ადგილზე იმყოფებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111879