კალათბურთი

18:15 | 23.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

მამუკელაშვილის “სეთონ ჰოლი” წარმატებულ სვლას განაგრძობს

სანდრო მამუკელაშვილის “სეთონ ჰოლმა” აშშ-ს კოლეჯების ლიგაში მიჯრით – მე-5, ბოლო 9 შეხვედრაში კი მე-8 გამარჯვება იზეიმა.

ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელის გუნდმა ამჯერად ერთ-ერთ ლიდერ “მერილენდს” 78:74 სძლია, სანდრო კი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 31 წუთში 3 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი მიითვალა.

ქართველმა ლეგიონერმა 2-დან 1 ორქულიანი და 3-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 4 სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.

”სეთონ ჰოლის” გამარჯვებაში ლომის წვლილი მაილს პაუელმა (27) და მაილს კალემ (23) დაიდეს, რომელთაც ჯამში 50 ქულა მოაგროვეს.

“მამუკელაშვილის” გუნდმა 9 მოგება და 3 მარცხი მოაგროვა და ბიგ ისთის კონფერენციაში მეოთხე-მეექვსე ადგილებს იყოფს, მომდევნო მატჩს კი 30 დეკემბერს, ლიდერ “სენტ ჯონს რედ შტორმთან” გამართავს, რომელსაც მარცხის სიმწარე ჯერ არ შეუგრძვნია.

0.12329