საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელებმა გიორგი ცინცაძემა და მიხეილ ბერიშვილმა ყატარის ჩემპიონატში პირველი მატჩი ჩაატარეს.
ქართველ ლეგიონერთა ახალი გუნდი “ალ შამალი” ჩემპიონატის სასტარტო შეხვედრაში “ყატარს” დაუხვდა და 81:75 სძლია, ჩვენებურებმა კი შეუცველად ითამაშეს.
ცინცაძემ 40 წუთში 12 ქულა, 5 მოხსნა, 6 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. გიორგიმ 3-დან 2 ორქულიანი, 6-დან 1 სამქულიანი და 5-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.
რაც შეეხება ბერიშვილს, მისი მონაგარი 10 ქულა, 4 მოხსნა, 5 პასი და 1 ჩაჭრა იყო. მიშამ 3-დან 1 ორქულიანი, 7-დან 2 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო გამოიყენა, 3-ჯერ შეცდა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 2-ჯერ დაირღვა.
“ალ შამალს” მომდევნო მატჩს 25 დეკემბერს, სტუმრად, “ალ არაბისთან” ელის.