ინგლისის ეროვნული ნაკრების და "დორტმუნდის" შემტევის ჯეიდონ სანჩოს დამატება ევროპის ტოპ კლუბებს სურთ. როგორც Marca იუწყება, 18 წლის ფეხბურთელის გადაბირება "რეალს", "ბარსელონას" და "ბაიერნს" სურს.
ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენი მილიონი ევროს გადახდას აპირებენ აღნიშნული კლუბები ახალგაზრდა შემტევის სანაცვლოდ. ცნობილია მხოლოს ის ფაქტი, რომ ზაფხულამდე სანჩოს ტრანსფერი სხვა კლუბში არ შედგება.
სანჩო "დორტმუნდმა" გასული წლის ზაფხულში "მანჩესტერ სიტიდან" დაიმატა. გასულ სეზონში ჯეიდონმა 21 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ხუთი გოლი და შვიდი საგოლე გადაცემა შეასრულა. მიმდინარე სათამაშო წელს კი ჯეიდონმა უკვე 24 შეხვედრა ჩაატარა და თავი შვიდი გოლით და ათი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.
ინგლისის ეროვნულ ნაკრებში შემტევს დებიუტი 2018 წლის ოქტომბერში ჰქონდა. გერმანულ გუნდში გადასვლის შემდეგ კი ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 5-დან 70 მილიონ ევრომდე გაიზარდა და ტოპ კლუბების ინტერესიც დაიმსახურა.