კალათბურთი

4:50 | 23.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბექა ბურჯანაძის 11 ქულა "ბარსელონასთან"

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-13 ტურში ბექა ბურჯანაძის „გიპუზკოამ“ „ბარსელონას“ უმასპინძლა და ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწია. კატალონელებმა ოთხივე პერიოდი დამაჯერებლად მოიგეს და ეს საბოლოო ანგარიშზეც აისახა - 71:104.

დამარცხებულთა შორის ურიგოდ არ გარჯილა საქართველოს ნაკრები წევრი, რომელმაც პარკეტზე 20:14 წუთი გაატარა. ხსენებულ დროში ბექამ 11 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა.

ბურჯანაძემ 5-დან 1 ორქულიანი, 10-დან 4 საჯარიმო და 5-დან 3 სამქულიანი ჩააგდო, ხოლო მარგი ქმედების კოეფიციენტი ცხრას გაუტოლდა.

„გიპუზკოა“ ძალიან ცუდ სეზონს ატარებს და 13 ტურში 3 მარცხითა და 10 წაგებით ბოლო საფეხურზე იმყოფება. მომდევნო მატჩს კი 29 დეკემბერს, სახლში გიორგი შერმადინის „უნიკახასთან“ ჩაატარებს.

0.126974