ფეხბურთი

0:02 | 23.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგა: სოლსკიაერის ფანტასტიკური დებიუტი. „ლივერპული“ „საშობაო ჩემპიონია“

ძლიან მაგარი და მსუყე ფერებით გაჯერებული ტური გამოვიდა პრემიერლიგაში. ჯერ ერთი, “მანჩესტერ სიტიმ“ შინ პირველად წააგო და ლიდერ „ლივერპულს“ უკვე ოთხი ქულით ჩამორჩა. საკუთარ კედლებში დამარცხდა „ჩელსიც“ - „კრისტალ პალასთან.“

„სიტის“ დამრიგებელმა, ხოსეპ გვარდიოლამ, შემდეგ თქვა: თავიდან კარგად დავიწყეთ, აკი, ბოლომდეც ვიბრძოდით. მაგრამ, ფეხბურთი ასეთია, სამჯერ დაგვირტყეს და სამჯერ გაგვიტანესო.

„სიტის“ თანაქალაქელმა, „იუნაიტედმა“ კი, ახალ დამრიგებელ, ოლე გუნარ სოლსკიაერთან ერთად, თითქოს ახალი სიცოცხლე შეიძინა. სტუმრად „კარდიფს“ ხუთი ბურთი გაუტანა და მარტო გოლებშიც არ იყო საქმე, ასეთი კარგი თამაში „იუნაიტედს“ დიდი ხანია არ უჩვენებია მაყურებლისთვის.

ხუთი გოლიც, პრემიერლიგაში, ბოლოს, „ეშმაკუნებს,“ 2013 წლის მაისში, ალექს ფერგიუსონის ეპოქაში გაეტანათ, „ვესტ ბრომვიჩისთვის“ (5:5).

ვნახოთ, რა იქნება, „ახალი ცოცხის“ ამბავია თუ...

პარასკევს კი, „ლივერპულმა“ კლასით მოუგო კერკეტ, პორტუგალიელებით სავსე „ვულვერჰემპტონს“ და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ტიტულის რეალური კანდიდატია. „საშობაო ჩემპიონიც“ გახდა.

კლოპი სეზონს „გიჟურს“ უწოდებს და მიაჩნია, რომ ჩემპიონობისთვის საკმარისი 105 ქულა იქნება. „ვიცით, რომ კარგად მივდივართ, ისიც ვიცით, რომ კარგი გუნდი გვყავს, მაგრან ჯერ არაფერია გადაწყვეტილი, „სიტი,“ „ტოტენჰემი,“ „ჩელსი“ და „არსენალი“ ჩინებული გუნდები არიან და პირველობისთვისაც ბოლომდე იბრძოლებენ. ვფიქრობ, ჩემპიონობისთვის 105 ქულის დაგროვება იქნება საჭირო.“

სხვათა შორის, რვა გუნდმა, ვინც ბოლო ცხრა სეზონში „საშობაო ჩემპიონი“ გახდა, საბოლოოდ პრემიერლიგაში გაიმარჯვა. გამონაკლისი, სწორედ ბრენდან როჯერსის „ლივერპული“ იყო, რომელიც, 2013/14 წლების ტურნირში, წიანასაახალწლოდ ცხრილს სათავეში ედგა, მაგრამ, საბოლოოდ, მაინც ვერ იპირველა.

ინგლისი

პრემიერლიგა. მე-18 ტური.

21 დეკემბერი

ვულვზი - ლივერპული 0:2

ვულვერჰემპტონი. „მულინეკსი.“ 31 358

0:1 სალაჰი (18), 0:2 ვან დეიკი (68)

ვულვზი: რუი პატრისიუ, ბენეტი, ბოლი, კოადი, დოჰერტი, ნევეში, კასტრო (ვინაგრე 81), საისი, ხიმენესი, მოუტინიუ (გიბს-უაიტი 63), ტრაორე (კავალიერო 63)

მწვრთნელი: ნუნუ ეშპირიტუ სანტუ

ლივერპული: ალისონი, ვან დეიკი, ლოვერნი, მილნერი, რობერტსონი, ფაბინიო, კეიტა (ლალანა 58), მანე (კლაინი 87), ჰენდერსონი, ფირმინო (ვეინალდუმი 76), სალაჰი

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

მსაჯი: კრეიგ პოუსონი

გაფრთხილება: არ ყოფილა

22 დეკემბერი

არსენალი - ბარნლი 3:1

ლონდონი. „ემირეითსი.“ 59 493

1:0. 2:0 ობამეიანგი (14, 48), 2:1 ბარნსი (63), 3:1 ივობი (90+1)

არსენალი: ლენო, პაპასტატოპულოსი, მეიტლენდ-ნაილსი, მონრეალი (ლიხტშტაინერი 37), კოლშინაცი, ელნეი (ტორეირა 59), იოზილი, გენდუზი, ჯაკა, ლაკაზეტი (ივობი 78), ობამეიანგი

მწვრთნელი: უნაი ემერი

ბარნლი: ჰარტი, ტეილორი, ტარკოვსკი, მი, ბერდსლი (ლუტონი 83), ლონგი, კორკი, ჰენდრიკი, ვესტვუდი, ბარნსი (ვოუკსი 77), ვუდი (ვიდრა 77)

მწვრთნელი: შონ დაიჩი

მსაჯი: კევინ ფრანდი

გაფრთხილება: პაპასტატოპულოსი (41), გენდუზი (59); ბარნსი (36), ვუდი (47), მი (60), კორკი (60), ვესტვუდი (90+3)

მსაჯი:

სიტი - კრისტალ პალასი 2:3

მანჩესტერი. „ეტიჰადი.“ 54 340

1:0 გიუნდოგანი (27), 1:1 შლუპი (33), 1:2 თაუნსენდი (35), მილივოევიჩი (51, პენ), 2:3 დე ბრუინი (85)

სიტი: ედერსონი, უოკერი, ლაპორტი, დელფი (დე ბრუინი 62), ოტამენდი (აგუერო 50), სტოუნზი, გიუნდოგანი, სილვა, სტერლინგი (მაჰრეზი 69), სანე, ჟეზუსი

მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა

კრისტალ პალასი: გუაიტა, ვან ანჰოლტი, ტომკინსი, საკო, ვან ბისაკა, მილივოევიჩი, მაიერი (პანჩონი 90+5), შლუპი, მაკარტური, თაუნსენდი. ზაჰა (აიუ 89)

მწვრთნელი: როი ჰოჯსონი

მსაჯი: ანდრე მარინერი

გაფრთხილება: ზაჰა (45), ვან ანჰოლტი (75), მაკარტური (80), გუაიტა (90+4)

კარდიფი- მანჩესტერი 1:5

კარდიფი. „კარდიფ სიტი.“ 33 028

0:1 რაშფორდი (3), 0:2 ერერა (29), 1:2 კამარასა (38, პენ), 1:3 მარსიალი (41), 1:4, 1:5 ლინგარდი (57 პენ, 90)

კარდიფი: ეთერიჯი, მანგა, ბამბა, მორისონი, კანინგემი, პეტერსონი, გუნარსონი (როლსი 83), არტერი (ზოჰორე 61), მერფი, კამარასა, ჰოილეტი (ჰარისი 74)

მწვრთნელი: ნილ უორნოკი

მანჩესტერი: დე ხეა, იანგი, ჯოუნსი, ლინდელოფი, შოუ, მატიჩი (ფელაინი 87), ერერა, პოგბა, ლინგარდი, მარსიალი (პერეირა 87), რაშფორდი (ფრედი 79)

მწვრთნელი: ოლე გუნარ სოლსკიაერი

მსაჯი: მაიკლ ოლივერი

გაფრთხილება: გუნარსონი (58), კანინგემი (79); შოუ (35)

ბორნმუთი - ბრაიტონი 2:0

1:0, 2:0 ბრუკსი (21, 77)

გაძევება: დანკი (ბრაიტონი, 73, ორი ყვითელი)

ჩელსი - ლესტერი 0:1

0:1 ვარდი (51)

ჰადერსფილდი - საუთჰემპტონი 1:3

0:1 რედმონდი (15), 0:2 ინგზი (42, პენ), 1:2 ბილინგი (58), 1:3 ობაფემი (71)

ნიუკასლი - ფულემი 0:0

ვესტ ჰემი - უოტფორდი 0:2

0:1 დინი (30, პენ), 0:2 დელოფეუ (88)

0.065396