ფეხბურთი

20:21 | 22.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ "ნაპოლის" ფეხბურთელში 50 მილიონს იხდის

იტალიური „ნაპოლის“ ნახევარმცველი ალანი შესაძლოა ფრანგულ „პარი სენ ჟერმენში“ გადავიდეს. Corriere Dello Sport-ის ცნობით, პარიზელები მზად არიან ნეაპოლელებს ერთ-ერთი ლიდერის სანაცვოდ 50 მილიონი ევრო გადაუხადონ.

პსჟ-ს ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერება იანვარშივე სურს, რადგან ადრიებ რაბიოს შეცვლას აპირებს, რომელიც გუნდთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე უარს ამბობს.

27 წლის ალანი „ნაპოლის“ გამორჩეული ფიგურაა და მიმდინარე სეზონში 22 შეხვედრაში ითამაშა. წელსვე, ალანს ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში ჰქონდა დებიუტი.

0.113221