ფეხბურთი

23:59 | 21.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ვერნერზე მოთხოვნა გაიზარდა

გერმანიის ეროვნული ნაკრების და "ლაიპციგის" თავდამსხმელის ტიმო ვერნერის გადაბირებას "ბაიერნი", "ლივერპული" და მადრიდის "ატლეტიკო" შეეცდებიან. აღნიშნული ინფორმაცია Sport Bild-მა გაავრცელა.

გერმანელის დამატებასთან ახლოს "ბაიერნი" იყო, რომელმაც ფეხბურთელთან შეთანხმებას ვერ მიაღწია. შედეგად, მიუნხენელებს კონკურენტები გამოუჩნდნენ და ახლა მოუწევთ სხვა კლუბებისგან განსხვავებით ვერნერს კარგი წინადადება შესთავაზონ. Bild-ის ინფორმაციით კი ტიმოს ტრანსფერი რომელიმე კლუბში 2019 წლის ზაფხულში განხორციელდება.

ვერნერს "ლაიპციგთან" კონტრაქტი 2020 წლის ივლისამდე აქვს გაფორმებული და ჯერჯერობით გერმანული კლუბი არ აპირებს ტიმოს ახალი ხელშეკრულება შესთავაზოს. ვერნერი "ლაიპციგმა" 2016 წელს "შტუტგარტიდან" დაიმატა და მას შემდეგ გერმანელმა ფეხბურთელმა 97 მატჩში 54 გოლი გაიტანა. თავდამსხმელის სატრანსფერო ღირებულება 65 მილიონი ევროა.

0.112746