ბელგიური „გენტის“ მთავარმა მწვრთნელმა იეს თორუპმა გიორგი ქვილითაიას შესახებ ისაუბრა. დანიელმა სპეციალისტმა ქართველი თავდამსხმელი „სერკლ ბრიუგესთან“ სამატჩო განაცხადში არ შეიყვანა.
როგორც თორუპი ამბობს, ქვილითაიას 3 თვე გაუცდა და არ უნდა იჩქაროს. „გენტის“ თავკაცის აზრით, გიორგი მოედანს მომდევნო ტურში „გენკის“ წინააღმდეგ დაუბრუნდება:
„გიორგის ძალიან უნდა რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს მოედანს. „სერკლ ბრიუგესთან“ შეძლო ბოლოს გატანა და ნამდვილად უნდოდა ამ გუნდის წინააღმდეგ დაბრუნება. მაგრამ მე ვესაუბრე მას და ავუხსენი სიტუაცია. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო კვირაში ყველაფერი გააკეთა დაბრუნებისთვის და კარგად ვარჯიშობს, არ შეიძლება იმის დავიწყება, რომ ბოლო 3 თვეა 1 წუთიც არ უთამაშია.
უბრალოდ უნდა გააგრძელოს მუშაობა. მე უნდა გადავწყვიტო, როდის იქნება სათამაშოდ და გუნდის დასახმარებლად მზად. ამჟამად ასე არაა, მაგრამ ვფიქრობ, ეს „გენკთან“ შეხვედრაში მოხდება“, - განაცხადა თორუპმა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ქვილითაიამ ტრავმა სექტემბერში, საქართველოსა და ლატვიის მატჩამდე მიიღო. ვარჯიში კი რამდენიმე დღის წინ დაიწყო. „გენტი“ დღეს „სერკლ ბრიუგეს“ დაუპირისპირდება, ხოლო 2018 წლის ბოლო შეხვედრას 26 დეკემბერს, „გენკთან“ ჩაატარებს და სწორედ აქ არის ქვილითაიას დაბრუნება მოსალოდნელი.