მადრიდის "რეალის" 22 წლის ესპანელი შემტევი მარკო ასენსიო ტრავმირებულია, აღნიშნულ ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს.
წყაროს ცნობით, შემტევმა "კაშიმასთან" 3:1 მოგებულ მატჩში ბარძაყის ტრავმა მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით ასენსიო სამი კვირა ვერ ითამაშებს.
ასენსიომ მიმდინარე სეზონში, ესპანეთის ჩემპიონატში, 16 შეხვედრა ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.