მინსკი-2019-ის ორგანიზატორთა თქმით, მეორე ევროპულ თამაშებზე დასასწრები ბილეთები დიდი მოთხოვნილებით სარგებლობს, ხოლო სპორტის გარკვეული სახეობებისთვის განკუთვნილი ბილეთები- განსაკუთრებული პოპულარობით.
როგორც მარკეტინგისა და კომერციული საკითხების ხელმძღვანელი მაკსიმ კოშკალდი ამბობს, გულშემატკივრები აქტიურად ყიდულობენ მხატვრული ტანვარჯიშის, პლაჟის ფეხბურთის, მძლეოსნობის, ველოსპორტის და სამბოს ბილეთებს. სერიოზული მოთხოვნილებაა ძიუდოზეც, ასევე თამაშების გახსნისა და დახურვის ცერემონიებზე დასასწრებ ბილეთებზე.
უცხოელებისთვის შეჯიბრებებზე დასაწრები ბილეთების ფასი 2 ევროდან 20 ევრომდე მერყეობს.
www.geonoc.org.ge