კატალონიის „ბარსელონა“ კოლუმბიელ მცველ ჯეისონ მურილოს გაიფორმებს. Mundo Deportivo-ს ცნობით, „ვალენსიასა“ და კატალონურ გუნდს შორის შეთანხმება უკვე შედგა და 26 წლის ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას უკვე დღეს გაივლის.
„ბარსელონა“ მურილოს „ღამურებისგან“ 6-თვიანი საიჯარო ხელშეკრულებით გადაიბირებს.
ჯეისონ მურილოს „ვალენსიამდე“ მილანის „ინტერის“ ღირსება დაუცავს. კოლუმბიელმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში მესტალიელთა რიგებში მხოლოდ და მხოლოდ, 3 მატჩი ჩაატარა.