ფეხბურთი

10:52 | 20.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

„მილანი“ გატუზოს საკითხს დეკემბრის ბოლომდე გადაწყვეტს

„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ, შესაძლოა, თანამდებობა იანვარში დატოვოს - გვამცნობს Football Italia.

წყაროს მტკიცებით, კლუბის ხელმძღვანელობამ გატუზოს ვადა დეკემბრის ბოლომდე მისცა. ამ ხნის განმავლობაში, გუნდს სერა A-ს სამი მატჩი უწევს: „ფიორენტინასთან“ (22 დეკემბერს), „ფროზინონესთან“ (26-ში) და სპალთან (29-ში). თუ შედეგები დამაკმაყოფილებელი არ იქნება, სპეციალისტს თანამდებობის დატოვება მოუწევს.

დღეისათვის გატუზოს სავარაუდო შემცვლელებად რობერტო დონადონი და არსენ ვენგერი მოიაზრებიან.

სერა A-ს 16 ტურის შემდეგ, „მილანი“ 27 ქულით, მეოთხე ადგილზეა.

0.115342