გერმანიის წლის საუკეთესო სპორტსმენად ანგელიკა კერბერი დაასახელეს, აღნიშნულ ინფორმაციას გერმანიის ოლიმპიური კომიტეტის ვებგვერდი ავრცელებს.
კერბერმა წელს უიმბლდონი მოიგო, ანგელიკამ ფინალში სერენა უილიამსი 6:3, 6:3 დაამარცხა. ავსტრალიის ღია პირველობის ნახევაფინალში გავიდა. სიდნეის და ჰოფმანი ტურნირები მოიგო.
საუკეთესო კაცი სპორტსმენი ველომრბოლელი პატრიკ ლანგე გახდა. გერმანიის წლის საუკეთესო გუნდად ყინულის ჰოკეის ნაკრები დაასახელეს.