"გოლდენ სტეიტის" ერთ-ერთი ლიდერმა კევინ დურანტმა "მემფისთან" (110:93) მოგებულ შეხვედრაში 23 ქულა ჩააგდო და კარიერაში 21 806 ქულა დაუგროვდა.კევინმა ლეგენდარულ კალათბურთელს ლარი ბერდს გადაასწრო, რომელსაც 21 791 ქულა აქვს ჩაგდებული.
ამ მაჩვენებლით დურანტი 33-ე ადგილზეა. კევინი შვიდი ქულით ჩამორჩება გარი ფეიტონს, რომელსაც, დიდი ალბათობით, მომდევნო შეხვედრაში გადაასწრებს.