ფეხბურთი

11:52 | 18.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

გლუშაკოვი: „სპარტაკის“ ფეხბურთელები მატჩებისთვის აბანოში, ლამაზმანებთან ერთად ემზადებიან“

მოსკოვის „სპარტაკში“ არსებულ გაუგებარ სიტუაციაზე არა-ერთხელ დაგვიწეია. ახლა კი კიდევ ერთი საინტერესო ამბავი გახდა ცნობილი. ტელეგრამ-არხ Mash-ის ცნობით, მოსკოველთა კაპიტანი, დენის გლუშაკოვი, მეუღლეს ეყრება და სასამართლოზე განაცხადა: მატჩებისთვის მზადებისას, აბანოში გოგონებთან ერთად ყოფნა, „სპარტაკის“ ფეხბურთელებისთვის ჩვეულებრივი პრაქტიკააო.

გლუშაკოვი ცოლს ერთობ ხმაურიანად შორდება. ცნობილი ხდება, რომ მოთამაშის მეუღლემ, დარიამ, პოლიციაში საჩივარი შეიტანა, სადაც წერდა: ქმარი მოკვლით მემუქრებოდაო. გლუშაკოვმა კი დარია თაღლითობაში და ღალატში დაადანაშაულა. სასამართლოზე კი თავი იმართლა: დარიას გაბრაზებული დავემუქრე და სერიოზულად ნუ აღიქვამთო.

0.115051