ფეხბურთი

9:45 | 18.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

„სიტიმ“ ისკოს დაადგა თვალი

„მანესტერ სიტის“ ხელმძღვანელებმა მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველ ისკოს აგენტს აცნობეს, რომ მისი კლიენტის ყიდვით არიან დაინტერესებულნი - გვამცნობს ესპანური AS.

საქმე ის არის, რომ ბოლო დროს, ესპანურ მედიაში არა-ერთხელ გაიჟღერა ინფორმაციამ - ისკო და „სამეფო კლუბის“ ახალი მთავარი მწვრთნელი, სანტიაგო სოლარი ერთმანეთს ვერ უგებენო.

ამისდაკვალად, „სიტი“ სიტუაციის სათავისოდ გამოყენებას და 26 წლის შუახაზელის მალევე გადაბირებას ცდილობს. ისკოს ტრანსფერის ფასი დაახლოებით 90 მილიონი ევროა.

0.114448