ფეხბურთი

0:38 | 18.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუს აგენტი: "კრიშტიანუს "იუვეში" გადასვლა 2018 წლის იანვარში უნდოდა"

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს აგენტმა თავისი კლიენტის იტალიაში გადაბარგების შესახებ ისაუბრა. მენდეშის განცხადებით, კრიშტიანუს „იუვენტუსში“ გადასვლის სურვილი ჯერ კიდევ 2018 წლის იანვარში ჰქონდა.

ამასთან, თქვა, რომ „იუვენტუსი“ – „რეალის“ მატჩამდე (2018 წლის აპრილში) „ბებერი სიონიორას“ წარმომადგენლებს შეხვდა:

„კრიშტიანუ იანვარში მითხრა, რომ „იუვეში“ გადასვლა უნდოდა. ეს სიმართლეა. ვუპასუხე, რომ რთული იქნებოდა, მაგრამ არა შეუძლებელი. საბოლოოდ, ყველაფერი გუნდის ხელმძღვანელობის დამსახურებით მოხდა.

პაველ ნედვედსა და ფაბიო პარატიჩის „რეალისა“ და „იუვენტუსის“ შეხვედრამდე შევხვდი და ამ ტრანსფერზე ვისაუბრეთ. მოგვიანებით შეხვედრა პრეზიდენტთანაც მქონდა. რამდენ ხანს გრძელდებოდა მოლაპარაკებები? ორი-სამი თვე“, - განაცხადა მენდეშმა.

შეგახსენებთ, რომ რონალდუ „იუვენტუსში“ 105 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა და გუნდთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამ დრომდე პორტუგალიელმა ტურინელთა რიგებში 21 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი მიითვალა.

0.110003