სხვა

23:57 | 16.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ქართველ მოფარიკავეთა შედეგები ბელარუსის თასზე

მინსკში დასრულდა ბელარუსის თასის გათამაშება, რომელიც ქვეყნის დამსახურებულ მწვრთნელთა და სპორტსმენთა ხსოვნას მიეძღვნა. რაპირით შეჯიბრში საქართველოს სახელით მონაწილეობა ლუკა ღაღანიძემ და ლაშა გალუაშვილმა მიიღეს.

საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, მინსკის სპორტის სასახლეში გამართულ ტურნირზე ქართველმა რაპირისტებმა კარგი სტარტი აიღეს.
ჯგუფურ ეტაპზე ღაღანიძემა და გალუაშვილმა ყველა, ექვსივე შეხვედრა მოიგეს, პლეი-ოფის პირველი ეტაპი ორივემ გამოტოვა, საუკეთესო რვა სპორტსმენს შორის მოსახვედრად კი ორივემ დამაჯერებლად იმარჯვა, ლუკამ – 15:5, ხოლო ლაშამ – 15:6.
სამწუხაროდ, მეოთხედფინალში ორივე ქართველი სპორტსმენი დამარცხდა. საბოლოოდ, გალუაშვილი მე-5 ადგილზე გავიდა, ღაღანიძე კი მე-6 იყო.

0.115798