მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა ესპანური გუნდის დატოვება 2020 წლამდე გამოირცხა. როგორც ხორვატმა ფეხბურთელმა თქვა, ფლორენტინო პერესმა მას გიჟი უწოდა.
„პერესმა მითხრა, რომ გიჟი ვარ, თუ „რეალიდან“ წასვლას ვფიქრობდი. თუმცა, მე არანაირი განზრახვა გუნდის დატოვების შესახებ არ მქონია. დარწმუნებული ვარ, რომ „რეალში“ კონტრაქტის ბოლომდე ვითამაშებ.
„ოქროს ბურთის?“ - კრიშტიანუ რონალდუ და მესი ორი ფენომენია, რომლებიც 10 წელი დომინირებდნენ. ხმები სეზონის განმავლობაში ნაჩვენები თამაშით გადანაწილდა, მწვრთნელების, ჟურნალისტებისა და ფეხბურთელების მიერ. ნუთუ, ყველანი ცდებიან?“, - განუცხადა მოდრიჩმა Sportske Novost-ის.
შეგახსენებთ, ლუკას გასულ ზაფხულს მილანის „ინტერთან“ აკავშირებდნენ. „სამეფო კლუბთან“ კონტრაქტი კი, ხორვატ ნახევარმცველს 2020 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.