ტურინის „იუვენტუსის“ მცველი ჟოაუ კანსელუ ტრავმირებულია. პორტუგალიელ ფეხბურთელს მარჯვენა მუხლზე ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და სარეაბილიტაციო კურსს უკვე ხვალიდან დაიწყებს. აღნიშნულ ინფორმაციას ტურინული გრანდის ვებგვერდი ავრცელებს.
„დღეს ჟოაუ კანსელუს მარჯვენა მუხლზე ქირურგიული ჩარევა ჩაუტარდა პროფესორ რობერტო როსის ხელმძღვანელობით. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და უკვე ხვალიდან სარეაბილიტაციო კურსის გავლას დაიწყებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
იტალიური მედიის ცნობით, პორტუგალიელი მოედანზე გასვლას ერთი თვის შემდეგ მოახერხებს. მიმდინარე სეზონში 24 წლის კანსელუმ 15 თამაში ჩაატარა და გოლი არ გაუტანია.