კალათბურთი

12:55 | 14.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფიბა-ს ქართველი კომისარი დეკემბერში ვი-თი-ბი ლიგის ორ მატჩს მოემსახურება

ვი-თი-ბი ლიგის ხელმძღვანელობამ მიმდინარე წლის ბოლომდე მსაჯებისა და კომისრების დანიშვნები გამოაქვეყნა, სადაც ერთადერთი ქართველი ფიბა-ს მსაჯი მერაბ რატიშვილი ფიგურირებს.

ვი-თი-ბი ლიგა გახლავთ კონტინენტის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი და პრესტიჟული საეთაშორისო შეჯიბრი, რომელშიც ევროლიგისა და ევროთასის გუნდები მონაწილეობენ.

ამ ევროტურნირის მომსახურება ქართველთაგან ძირითადად კომისარ მერაბ რატიშვილს უწევს, რომელსაც 2019 წლამდე დარჩენილ ორიოდ კვირაში 2 თამაშზე მოუწევს მუშაობა:

16 დეკემბერი. ვი-თი-ბი ლიგის რეგულარული სეზონი. ასტანა (ყაზახეთი):

ასტანა (ყაზახეთი) – კალევი (ტალინი, ესტონეთი)

22 დეკემბერი. ვი-თი-ბი ლიგის რეგულარული სეზონი. ჟიელენა გურა (პოლონეთი):

შტელმეტ ჟიელენა გურა (პოლონეთი) – ლოკომოტივი-ყუბანი (კრასნოდარი, რუსეთი)

www.gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113574