ფეხბურთი

22:11 | 13.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ეს ჩემთვის ჩვეულებრივი სიტუაციაა" - "ლივერპულის" ქომაგი, რომლის ვიდეომ მსოფლიო გააოცა (+VIDEO)

დღეს, მაიკ კერნი ალბათ „ლივერპულის“ ყველაზე ცნობილი გულშემატკივარია მსოფლიოში. „ნაპოლისთან“ (1:0) გამარჯვების შემდეგ სოციალურ ქსელში გაჩნდა ვიდეო, რომელსაც 3 მილიონზე მეტი მნახველი ჰყავს.

როგორ აღნიშნავს მოჰამედ სალაჰის გოლს „წითლების“ გულშემატკივარი, რომელიც ახლომხედველია.

მაიკ კერნის თავისი ბიძაშვილი ეხმარება „ეინფილდ როუდზე“ მდგომარეობის სრულად აღქმაში და როგორც თავად თქვა, მისგან გაიგო, რომ გოლი მომო სალაჰმა გაიტანა. მაიკი როგორც უკვე ვთქვით ახლომხედველია. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ვერ ხედავს თუ რა ხდება „ენფილდის“ გაზონზე, ეს ხელს არ უშლის საყვარელი გუნდის ქომაგობაში.

როგორც თავად ამბობს, უკვე წლებია „ლივერპულის“ საშინაო მატჩები არ გამოუტოვებია:

„მე ჩვეულებრივი გულშემატკივარი ვარ, როგორც სხვები. არ აქვს მნიშვნელობა, რომ ნათლად ვერ ვხედავ. მიუხედავად ამისა, მაინც შემიძლია გოლის აღნიშვნა. კარგი იქნებოდა, უფრო კარგად რომ ვხედავდე, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩემი აზრის გამოხატვა არ შემიძლია.

როდესაც მოედანზე მოვლენები შორ დისტანციაზე ვითარდება, დანახვა რთულია, მაგრამ მაინც ძნელი არაა გავიგო რა ხდება, ფანების რეაქციიდან გამომდინარე. რთულია ადამიანებს, რომლებიც კარგად ხედავენ, აუხსნა ეს სიტუაცია, მაგრამ ჩემთვის ჩვეულებრივი მოვლენაა, ყოველთვის ასე ვიყავი და ასე ვუყურებ თამაშებს.

თითქმის ყველა საშინაო თამაშს ვესწრები, 5-6 წლიდან მოყოლებული. ზოგჯერ, როდესაც შემიძლია გასვლით მატჩებზეც დავდივარ“, - განაცხადა მაიკმა.

0.124667