ქართველი პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანი მსოფლიო თასის გათამაშების ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
საინტერესოა, რომ იაპონიაში მიმდინარე 2018 წლის ბოლო ტურნირზე ხეცურიანმა კარიერაში მე-13 ოქრო მოიპოვა.
კიოტოში გამართულ შეჯიბრზე ირმამ 4 მეტოქე დაჯაბნა. ფინალში მან უკრაინელი მოფარიკავის დამარცხება შესძლო.