კალათბურთი

13:54 | 13.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფაჩულიას “დეტროიტის” მიჯრით მე-6 მარცხი

ზაზა ფაჩულიას “დეტროიტ პისტონსის” წარუმატებელ სერიას ბოლო არ უჩანს. ქართველი კალათბურთელი გუნდი მორიგი შეხვედრის ჩასატარებლად “შარლოტ ჰორნეთსს” ესტუმრა და მიჯრით მე-6 მარცხი განიცადა – 107:108. აღსანიშნავია, რომ დეტროიტელები ბოლო მეოთხედის წინ 11 ქულით იგებდნენ, თუმცა, უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხეს.

ფაჩულია თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 16 წუთში 4 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ქართველმა ლეგიონერმა 3-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 4 პერსონალური ფოლი მიიღო.
სტუმართა მხრიდან ორმაგი დუბლი შეასრულეს ბლეიკ გრიფინმა (26 ქულა, 10 მოხსნა, 7 პასი) და ანდრე დრამონდმა (14 ქულა, 13 მოხსნა, 6 დაფარება), შარლოტელთაგან კი ტრიპლ-დაბლამდე მცირედი დააკლდა კემბა უოკერს – 31 ქულა, 8 მოხსნა, 9 პასი.
“პისტონსს” 13-13 მოგება-წაგება მოუგროვდა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 16 დეკემბერს “ბოსტონ სელტიქსთან” გამართავს.

0.146537