„მანჩესტერ სიტის“ შემტევი რაჰიმ სტერლინგი ინგლისის ჩემპიონატის ნოემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. აღნიშნულ ინფორმაციას პრემიერლიგის ვებგვერდი ავრცელებს.
სტერლინგმა ნოემბერში 3 თამაში ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი მიითვალა.
აქვე გეტყვით, რომ სტერლინგი პრემიერლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელად მეორედ დასახელდა. პირველად ეს 2016 წლის აგვისტოში მოხდა.