ფეხბურთი

13:49 | 12.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩი ლოს ანჯელესში რჩება

„ლოს ანჯელეს გალაქსის“ შვედი თავდამსხმელი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ამერიკულ კლუბს არ დატოვებს - წერს LA Times.

ამ ამბის შესახებ ოფიციალურად მომავალ კვირაში გამოაცხადებენ. შეგახსენებთ, რომ ბოლო კვირებში ხშირად ჩნდებოდა ინფორმაცია იბრაჰიმოვიჩის „მილანში“ შესაძლო დაბრუნების შესახებ, მაგრამ მხარეები ვერ შეთანხმდნენ.

შვედი უახლოეს ხანში ამერიკულ კლუბთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს, რომლის მიხედვითაც, მისი ხელფასი მნიშვნელოვნად გაიზრდება. დღეისათვის მისი ჯამაგირი წელიწადში 1,5 მილიონი დოლარია. ხელშეკრულებას კი ვადა 2019 წლის 31 დეკემბერს ეწურება.

37 წლის იბრაჰიმოვიჩი „გალაქსიში“ წლეულს მარტში გადავიდა „მანჩესტერ იუნაიტედიდან.“

0.110346