ბათუმის “დინამო” მომავალი სეზონისთვის გაძლიერებას იწყებს. კლუბმა, რომელიც წლეულს ეროვნული ლიგა 2-ს გამარჯვებული გახდა, პირველი ტრანსფერი უკვე განახორციელა. ბათუმელთა პრესსამსახურის ცნობით, გუნდის რიგებს 26 წლის ნახევარმცველი გიული მანჯგალაძე შეემატა.
მანჯგალაძე სხვადასხვა წლებში უკრაინული “პოლტავასა” და “ზორიას”, საჩხერის “ჩიხურას”, ბოლნისის “სიონის”, ”სამტრედიასა” და აზერბაიჯანული “კაპაზის” ღირსებას იცავდა. გიულიმ 2018 წელი ლატვიური “ვენტსპილსის” რიგებში გაატარა.
მანჯგალაძემ “დინამოსთან” 2 წლიან კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა.