„ვილიარეალმა“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლუის გარსია პლასა დანიშნა. ხელშეკრულება სეზონის ბოლომდეა გათვლილი, გვამცნობს კლუბის ოფიციალური გვერდი.
46 წლის სპეციალისტმა ხავიერ კალიეხა ჩაანაცვლა, რომელიც გუნდიდან რამდენიმე დღის წინათ დაითხოვეს.
პლასა 2005/06 წლების სეზონში „ვილიარეალის“ მეორე გუნდის დამრიგებელი გახლდათ. ასევე უმუშავია „ლევანტეში,“ „ხეტაფეში,“ „ელჩესა“ და „ბენიდორმში. ბოლო სამუშაო ადგილი კი ჩინური „ბეიცზინი“ იყო.